აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ტრადიციული, შემოდგომის, ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია წელს მიეძღვნება აკად. კონსტანტინე წერეთლის ხსოვნას. კონფერენცია გაიმართება 24 დეკემბერს. მოხსენებათა თეზისები დაიბეჭდება თსუ-ის გამომცემლობის მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერი სასწავლო საფეხურის სტუდენტებმა ორიენტალისტიკური თემატიკის მოხსენების თეზისები (ვიზირებული ხელმძღვანელის მიერ), ასევე – მოხსენების სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე), სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, უნდა წარმოადგინონ 10 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge